სერტიფიკატები

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის ძირითადი მარეგულირებელი ორგანო საავიაციო სეგმენტში. სააგენტოს რეგულაციები ეფუძნება ICAO, ASTM, EL, API და JIG-ს მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს.

სამოქალქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიკატი სავალდებულოა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში ეწევა საავიაციო საწვავით თვითმფრინავების გამართვის მომსახურებას. კომპანია რომელიც ფლობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიკატს მთლიანად ეფუძნება თავის მუშობაში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს.

გალფ ავიაცია არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს ლიცენზია მოემსახუროს ორივე ტიპის საავიაციო საწვავით Jet A-1 (DEF STAN 91-91) და TS-1-ით (GOST 10227).

 

Petrocas Fuel Services გახდა JIG ასოციაციის ასოცირებული წევრი

2019 წლიდან, კომპანია Petrocas Fuel Services, რომელიც საქართველოში Gulf Aviation Georgia-ს სახელით ოპერირებს, საერთაშორისო ორგანიზცია JIG-ის (Joint Inspection Group) ასოცირებული წევრი გახდა.

ერთობლივი კონტროლის ჯგუფი (JIG) შეიქმნა 1970-ანების დასაწყისში და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციას საავიაციო საწვავის მიწოდების სტანდარტების განვითარებაში, რომელიც საავიაციო საწვავის მიწოდების მთლიან ჯაჭვს მოიცავს, ქარხნიდან მოყოლებული თვითმფრინავის ფრთამდე. მის სტანდარტებს მისდევს 100-ზე მეტი წევრი-ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში, რომელიც 2,500-ზე მეტ აეროპორტში, საავიაციო საწვავის მიწოდების და დისტრიბუციის ლოკაციაში ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

დღეს JIG-ის წევრებს წარმოადგენენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდები როგორებიცაა: Chevron, Shell, ExxonMobil, Air BP, IATA, Total და ა.შ.

Gulf Aviation Georgia კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომლის საავიაციო საწვავის შენახვა-რეალიზაციის, ასევე თვითმფრინავების საწვავით გამართვის ბიზნეს ციკლი სრულად აკმაყოფილებს აღნიშნული ასოციაციის სტანდარტებს.