ქუთაისი

დავით აღმაშენებელის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სრულ ოპერირებას ახორციელებს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ტერმინალი აიგო 2012 წელს და პირველი აეროპორტია რეგიონში, რომელიც მგზავრებს სთავაზობს დაბალფასიან საჰაერო მომსახურებას.

ზომიერი კლიმატის და კარგი სტრატეგიული ლოკაციის გამო ქუთაისის აეროპორტი საუკეთესო ალტერნატივაა რეგიონში. ქალაქი ქუთაისი მდებარეობს 200 კილომეტრში თბილისიდან, ხოლო 300 კილომეტრის რადიუსშია სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ნავიგაციის და ამინდის პროგნოზირების სისტემებით, გააჩნია 2500 მეტრი სიგრძის საფრენი ბილიკი, ერთდროულად ემსახურება 600-მდე მგზავრს, იღებს 2 და უშვებს 3 რეისს.

ქუთაისის აეროპორტის ძირითადი სპეციფიკაცია:

  • აეროპორტის კოდი: KUT / UGKO
  • საფრენი ბილიკი: 2500 მ
  • თვითმფრინავების სადგომი: 4
  • ტერმინალის ტევადობა: 600,000 მგზავრი წელიწადში
  • რეგისტრაციის პუნქტი: 11
  • ჩასხდომის პუნქტი: 3
  • ტვირთის ესკალატორი: 2

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გალფ ავიაცია საქართველო თვითმფრინავებს უზრუნველყოფს შემდეგი ტიპის საავიაციო საწვავით:

  • JET A-1

ქუთაისის აეროპორტში საწვავის მიწოდების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.kutaisi.aero