აღდგენილი რეისები და მგზავრთა ზრდის დინამიკა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს საჰაერო მიმოსვლის მაქსიმალურად აღდგენაზე. ამ მომენტისთვის, აღდგენილია მიმართულებების 96% (77), ქვეყნების 88% (29), ავიაკომპანიების 105% (39) და სიხშირის 88% (385-405). მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ფიქსირდება საჰაერო მიმოსვლის დინამიკის ზრდა და ეტაპობრივად უბრუნდება ყველაზე აქტიურ, 2019 წლის ნიშნულს. აგვისტოს თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 396,350 მგზავრს და განხორციელდა…

მგზავრების ნაკადის ზრდა და იმედის მომცემი 2021 წლის ზაფხული

საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ  და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 38 ავიაკომპანია უკვე აქტიურად ოპერირებს საქართველოში, რაც ნიშნავს 72 მიმართულებასა და 27 ქვეყანას. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფრენების 74% (კვირაში 375-395 სიხშირე) და მიმართულებების 72% უკვე აღდგენილია. რაც შეეხება სამგზავრო მიმოსვლას, ივლისში საქართველოს…

მგზავრების რაოდენობა, 2021 წლის I ნახევრის მონაცემები

საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და ივნისის თვეში უკვე აღადგინა მიმართულებების 53%. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ქვეყნის სანავიგაციო სივრცეს. ასევე, აღსდგა პანდემიამდე არსებული ფრენის სიხშირეების 57%. რეისების აღდგენამ ხელი შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის პირველი თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს აეროპორტები…

პოსტ-პანდემიური პერიოდი, გახსნილი საზღვრები და 2021 წლის მგზავრთა ნაკადი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა 2020 წლის მგზავრების რაოდენობაზე, რაც გამოხატული იყო წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადის 6-ჯერ შემცირებაში, 2021 წელი ბევრად დამაიმედებელი გამოდგა. ყველა რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდა საზღვრების გახსნა და ეტაპობრივად რეისების აღდგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. 2021 წელს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს…

COVID-19-ის გამო 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა ექვსჯერ შემცირდა

მსოფლიო პანდემიის გამო მოგზაურობის შეზღუდვამ და საზღვრების გლობალურად დაკეტვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს საავიაციო სამგზავრო მიმოსვლაზე. 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში საქართველოს აეროპორტებში  ყველა რეგულარული რეისი გაუქმდა და ზაფხულში ტურისტულმა სეზონმა საერთაშორისო ვიზიტორების გარეშე ჩაიარა. შემოდგომაზე დაიწყო ფრენების თანდათანობით აღდგენა, მაგრამ დაავადების მეორე ტალღამ ისევ ჩაშალა საქართველოს სათხილამურო კურორტების ზამთრის სეზონზე გახსნის გეგმები.  შედეგად, საქართველოში 2020…

მიმდინარე წლის იანვრის თვეში მგზავრთა ნაკადი ქვეყნის აეროპორტებში 3%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად 2020 წლის იანვრის თვეში საქართველო მოემსახურა 314 ათას მგზავრს, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. კლება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისის აეროპოტში, ხოლო დანარჩენ აეროპორტებში კი პირიქით, მგზავრთა ნაკადის მატებაა. 2020 წლის იანვარში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 212 ათას მგზავრს, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. მიზეზი რუსეთთან საჰაერო რეისების შეზღუდვა და…

საავიაციო მგზავრთა საერთო რაოდენობამ 5.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით + 3%-ია და გაცილებით ნაკლები ვიდრე მოსალოდნელი იყო რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტები 2019 წელს 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის მონაცემებზე 3%-ით მეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქუთაისის აეროპორტში (+42%) რაც გამოწვეულია Wizz Air-ის ფრენების გაზრდით, მაშინ როდესაც თბილისის აეროპორტის მაჩვენებელი თითქმის გაუტოლდა 2018 წლის მონაცემებს, მიუხედავად პირდაპირი რეისების გაუქმებისა რუსეთის მიმართულებით, რომელიც ამოქმედდა ივლისში.  2019…

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ავიარეისების შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა მგზავრთა ნაკადის 4-%-ანი ზრდა

ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო მგზავრების ახალი ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 8,6 მილიონი ვიზიტორი (7,2% ზრდა).  აქედან საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 4.9 მილიონს გადააჭარბა მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის განმავლობაში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 –2019 წლები, 11 თვე:  

2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში, მგზავრთა ნაკადმა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში 4-%-ანი ზრდა აჩვენა

მგზავრთა საერთო ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში გადააჭარბა 4.6 მილიონს და გაიზარდა 4%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, იანვარ-ოქტომბერთან, შედარებით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012–2019  10 თვე  

საწვავგამმართველების პარკის ზრდა

  2019 წლის ოქტომბრის თვეში გალფ ავიაციის სამანქანო პარკი გაიზარდა და მას შეემატა ახალი და თანამედროვე საწვავგამმართველი. ჩვენი სამანქანო პარკის გაფართოების პროგრამის ფარგლებში, 25000 ლიტრი ტევადობის მანქანა სპეციალური დაკვეთით დაამზადა ამერიკულმა კომპანიამ “ProFlo Industries LLC”. ახალი საწვავგამმართველი საშუალებას იძლევა დავაკმაყოფილოთ საავიაციო საწვავზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა ყველაზე მაღალი მოხმარების პერიოდებშიც კი. ახალი საწვავგამმართველი სრულად შეესაბამება IATA-ს…