ტერმინალები

 

თბილისში საწვავის შენახვის და მომსახურების ინფრასტრუქტურა

  • ტერმინალი და ჰიდრანტის სისტემის ინფრასტრუქტურა ოპერირებს ყველა საერთშორისო სტანდარტის (JIG, API) და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად.
  • ტერმინალში რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 5500 მ³-ს. რეზერვუარები შიგნიდან დაფარულია ანტიკოროზიული საღებავით და აღჭურვილია სპეციალური ტივტივა მოწყობილობით, რომელიც საწვავის გაცემას ახდენს ზედაპირიდან.
  • ჰიდრანტის სისტემა
    – 2.0 კილომეტრი სიგრძის სპეციალიზირებული მილსადენი გათვლილია ჰიდრანტის ინფრასტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად და დაცულია (შიგნიდან და გარედან) სპეციალური ეპოქსიდის საღებავით.
    – სპეციალური ანტიკოროზოული კათოდიკური დაცვა.
    – 23 სპეციალური ჭა (PIT Point), საიდანაც ხდება ავიალაინერების საწვავით გამართვა დისპენსერების საშუალებით.
    – 2 სპეც. მარეგულირებელი პუნქტი (Valve Rooms) – ადგილი, საიდანაც ხდება ჰიდრანტის სისტემის რეგულირება. აქედან შესაძლებელია ჰინდრანტის მილსადენის მომავალში გაფართოებაც.
  • FASET -ის წარმოების ინდივიდუალური ფილტრაციის სისტემა საწვავგამმართველებისათვის და დისპენსერებისათვის.
  • ჭის საწმენდი სპეც. ტექნიკა (Pit Cleaner), რომელიც შექმნილია ჰიდრანტის მილსადენში დაბალი წერტილებიდან საწვავის დრენირებისა და გაფილტვრისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  • კომპანიის მფლობელობაშია აკრედიტირებული საავიაციო საწვავის საგამოცდო ლაბორატორია.
  • საწვავის ქიმიური და ხარისხის განმსაზღვრელი ტესტირებები კომპანიის საკუთრებაში არსებულ ლაბორატორიაში აკრედიტაციის მოთხოვნების სრული დაცვით.

საწვავის შენახვის პროცედურები და შიდა ტექნიკური დოკუმენტაცია/ჩეკლისტები სრულ თანხვედრაშია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA -ს მოთხოვნებთან.

ავიალაინერების საწვავით გამართვის პროცედურა ხდება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA -ს სახელმძღვანელოს და ბორტზე საწვავის მიწოდების სტანდარტული პროცედურების მიხედვით, დონე 2.

ჰიდრანტის სისტემის ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოქმედებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზრუნველყოფს ავიალაინერების ეფექტურ მომსახურებას. მისი ყველა დადებითი ფაქტორის გათვალისწინებით ჰიდრანტი იძლევა თვითმფრინავების ერთდროულად და სწრაფად გამართვის საშუალებას, დიდი საწვავგამმართველი მანქანების დახმარების გაერშე.