ტენდერის აღწერილობა: PFSG0039_ტენდერი_სამტრედია_26,000 ლტ. და 23,500 ლტ. ტევადობის საავიაციო საწვავმზიდის ცისტერნის შეღებვა/ბრენდირება
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: PFSG_ტენდერი_სამტრედია სპეც. საწვავმზიდების ცისტერნების შეღებვა/ბრენდირებაზე
გამოცხადების თარიღი: 27.10.25
დავალება/აღწერილობა:
1 ცალი – 26,000 ლიტრის და 1 ცალი – 23,500 ლიტრის ტევადობის საავიაციო საწვავმზიდების სრული შეღებვა/ბრენდირება.
- წინასწარი დათვალიერება, დეფექტების შეფასება
- ვიზუალური დეფექტების აღმოფხვრა, პირვანდელი ზედაპირის ფორმის აღდგენა
- გარეცხვა, გაშრობა, ჟანგის მოცილება და დასუფთავება
- დაგრუნტვა, გაშრობა, შეღებვა, ბრენდირება
მონაცემები, მახასიათებლები:
- სიგრძე: 10მ
- სიგანე: 2,5მ
- მოცულობა: 26,000 და 23,500ლ.
- ტევადობა: ტრანსპორტირების მასალის მიხედვით (ჩვეულებრივ – 20.800 ტ. – 18.800 ტ.)
მდებარეობა: თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში)
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 07.11.2025
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექ.პარამეტრებთან
- შემოთავაზებული საღებავების MSDS-ი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი გვენცაძე, მობ: 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
ბრენდირებასთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებული სახელმძღვანელო.

ENG
GEO
RUS