16.04.2024 -2024 წლის პირველი კვარტლის შეჯამება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1,415,188 მგზავრს მოემსახურა, რაც 35%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით 913,882 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 28%-ია. რაც შეეხება ფრენებს, აეროპორტმა შეასრულა 4,440 საერთაშორისო რეისი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 398,015 მგზავრი იქნა გადაყვანილი და შესრულდა 1,220 საერთაშორისო რეისი. მგზავრთა ნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 57%-ია. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მოემსახურა 103ს291 მგზავრს, რაც 34%-ით მეტია 2023 წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით. სულ აეროპორტმა 503 საერთაშორისო რეისი შეასრულა.

დადებითი დინამიკა ფიქსირდება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც. 2024 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, მესტია 2,420 მგზავრს მოემსახურა, ამბროლაურის აეროპორტი კი 190-ს.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში სულ 6,163 რეისი განხორციელდა, როგორც რეგულარული, ასევე ჩარტერული რეისები. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.