JIG-ის რეგულაციების მიხედვით, საოპერაციო და ტექნიკურ თანამშრომლებს განმეორებით ჩაუტარდათ 3 დღიანი (17-19.12.2024) გადამზადებითი ტრეინინგი

გალფ ავიაციის საოპერაციო და ტექნიკური თანამშრომლებისათვის ჩატარდა პროფესიული უნარების ასამაღლებელი ტექნიკური სწავლება JIG-ის რეგულაციების მიხედვით.

სამდღიან ტრეინინგს უძღვებოდა  JIG-ის სერტიფიცირებული ინსპექტორი. სწავლება მოიცავდა უსაფრთხოების და შრომის დაცვას (უშდ), გარემოს, საწვავის ხარისხის კონტროლს და საწვავის ექსპლუატაციას.  

ტრეინინგზე მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • ძირითად უსაფრთხოების, შრომის და გარემოს დაცვის პროცედურებს, ადამიანურ ფაქტორებს, აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობის პროცედურებს და ა.შ.
  • საწვავის მიღების, დასაწყობების და გაცემის პროცედურებს.
  • ჰიდრანტის სისტემის ოპერირებას და ტექნიკური შემოწმების, შეკეთების, ზედამხედველობის პროცედურებს.
  • საჰაერო ხომალდში საწვავის მიწოდების პროცედურებს.
  • საწვავგამმართველების საოპერაციო და ტექნიკურ პროცედურებს და ა.შ. 

ფოტო გალერეა: