საავიაციო საწვავი

საავიაციო საწვავი ჯეტ ა-1 (JET A-1)

ჯეტ ა-1-ის ტიპის საწვავი (იგივე ავტური) არის საავიაციო საწვავის სახეობა, რომელიც გამოიყენება ავიაციაში გაზ-ტურბინიანი ძრავებისათვის. ესაა უფერო, ზოგჯერ მკრთალი ჩალისფერი შეფერილობის საწვავი, რომელიც იწარმოება სტანდარტიზებული საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით. ძირითადად ავიაციაში კომერციული ავიახაზები მოიხმარენ ჯეტ ა და ჯეტ ა-1-ის ტიპის საწვავს (Jet A; Jet A-1). კიდევ ერთი საწვავის სახეობა, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციაში ტურბო-რეაქტიული ძრავებისათვის არის ჯეტ ბ (Jet B), რომელიც გამოიყენება ძალიან ცივი ამინდის პირობებში.

ჯეტის საწვავის წარმოადგენს დიდი რაოდენობის სხვადასხვა ჰიდროკარბონების ნაზავს. ჰიდროკარბონების მოცულობას (მოლეკულურ წონას და კარბონების რაოდენობას) განსაზღვრავს პროდუქტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა მაგალითად მისი აალების და გაყინვის მაჩვენებელი. რეაქტიული ძრავის საწვავი ჯეტი (Jet A; Jet A-1) შეიცავს კარბონების რაოდენობას, რომელიც მერყეობს 8-დან 16-მდე (კარბონის ატომი თითო მოლეკულაში). ნაფთის ტიპის საავიაციო საწვავში (ჯეტ ბ-ს ჩათვლით) კი კარბონების რაოდენობა მერყეობს 5-დან 15-მდე

ჯეტის ტიპის საწვავი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს:

  • დეფ სტან 91-91 ჯეტ ა-1-ის ტიპის საწვავისთვის (DEF STAN 91-91 (Jet A-1).
  • ასტმ დ 1655 ჯეტ ა-1-ის ტიპის საწვავისთვის (ASTM specification D1655 (Jet A-1).
  • იატა-ს სახელმძღვანელო (საავიაციო საწვავი) (IATA Guidance Material (Kerosene Type).
  • ნატო-ს კოდექსი F-35 (NATO Code F-35).

JET A-1 MSDS

 

ტს-1-ის ტიპის საწვავი (TS-1)

ტს-1 ტიპის საწვავი გამოიყენება ქვემობილური საჰაერო ხომალდებისათვის

ამ ტიპის საწვავის ქიმიური და სამუშაო მახასიათებლები შეესაბამება რუსეთის ფედერაციის მიერ სამრეწველო სტანდარტების ბოლო გამოცემას (გოსტ 10227). პროდუქტი მთლიანად შეესაბამება საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტს (ტექნიკური რეგულაციის აქტი 013/2011 – ტექნიკური მოთხოვნები ბენზინის, დიზელის, ბუნკერის საწვავის, საავიაციო საწვავის და ნავთისათვის).

ტს-1-ის ტიპის საწვავის თვისებები:

  • მაღალი ვოლატილობა წვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად
  • ეფექტურობა და წვის მაღალი სიმხურვალე ფრენის ხანგრძლივობის გასაზრდელად
  • კარგი გაწევა და აფეთქება დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავის წვის კამერაში
  • ნალექის წარმოქმნის ნაკლები შესაძლებლობა
  • კარგი ურთიერთქმედება სხვა მასალებთან და კარგი ანტისტატიკურობა.

თუ გოგირდის ჯამური და მერკაპტანის მოცულობა მაღალია, ტს-1-ის ტიპის საწვავი ექვემდებარება ჰიდრო-გაფილტრვას ან დემერკაპტაციას, რის შემდეგ უნდა გაზავდეს ჩვეულებრივ საწვავსთან უშუალო მოხმარებამდე. ჰიდრო-გაფილტრული საწვავის წილი არ უნდა აჭარბებდეს 70% რათა თავიდან ავიცილოთ საწვავის წვის მახასიათებლების გაუარესება.

საავიაციო საწვავი არის დაბალი რისკის მატარებელი პროდუქტი და კლასიფიცირებულია როგორც საფრთხის დონე 4 თანახმად გოსტი 12.1.007-76.

საავიაციო საწვავის შენახვის ვადაა – წარმობიდან  5 წელი.

TS-1 MSDS