გალფ ავიაცია საქართველო არის უმაღლესი დონის საავიაციო საწვავის იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს საწვავით მომსახურებას საქართველოს ყველა საერთაშორისო და რამოდენიმე რეგიონალურ აეროპორტში/ აეროდრომში პირდაპირი ან ადგილობრივ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობით.
გალფ ავიაცია საქართველო ფლობს საიმედო ავიასაწვავგამმართველების ავტოპარკს და მკაცრად იცავს ხარისხის კონტროლის პროცედურებს, რათა უზრუნველყოს თვითმფრინავებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხო მიწოდება საავიაციო სფეროში არსებული თანამედროვე ნორმების და რეგულაციების შესაბამისად.
გარდა ამისა კომპანია ფლობს საკუთარ აკრედიტირებულ ლაბორატორიას, რომელიც უზრუნველყოფს მესამე პირებისათვის საავიაციო საწვავის ხარისხის შემოწმებას.
1. საწვავის გადმოტვირთვა
რეგიონის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით საავიაციო საწვავის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება:
- რკინიგზა
- საავტომობილო გზა
- ნავთობის გადამზიდავი ზღვით/მდინარით
მიღებული საწვავი გადის სხვადასხვა ხარისხის კონტროლის პროდეცურებს და რეგისტრირდება როგორც ‘ინვენტარი’ სხვადასხვა დამადასტურებელი საბუთების შედგენის საფუძველზე.
1. საწვავის გადმოტვირთვა
რეგიონის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით საავიაციო საწვავის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება:
- რკინიგზა
- საავტომობილო გზა
- ნავთობის გადამზიდავი ზღვით/მდინარით
მიღებული საწვავი გადის სხვადასხვა ხარისხის კონტროლის პროდეცურებს და რეგისტრირდება როგორც ‘ინვენტარი’ სხვადასხვა დამადასტურებელი საბუთების შედგენის საფუძველზე.
2. ფილტრაციის შემდეგ საწვავის განთავსება
საავიაციო საწვავი გაფილტვრის შემდეგ იტვირთება სპეციალურ საწვავის რეზერვუარებში.
3. საწვავის შენახვა
რეზერვუარებში საავიაციო საწვავის მოთავსების შემდეგ, პროდუქტი უნდა დაწდეს (ნაწილაკების გრავიტაციული დალექვა). შემდეგ ეტაპზე ვიღებთ საწვავის სინჯს, რომელიც გადის ლაბორატორიულ შემოწმებას ადგილობრივ ლაბორატორიაში. იმ შემთხვევაში თუ სინჯის ხარისხის შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია ლაბორატორია გასცემს ხარისხის სერტიფიკატს, რის შემდეგ შეიძლება საწვავის მოხმარება ან მისი შენახვა შესაბამისი დაცვით და კონტროლით.
4. მუდმივი ხარისხის კონტროლი
საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლი ხორციელდება თვითმფრინავში მის საბოლოო მიწოდებამდე ყველა საფეხურზე და მოიცავს: ვიზუალურ დათვალიერებას, ტექნიკურ შემოწმებას და ლაბორატორიულ ტესტირებას. აქედან უკანასკნელი მიზნად ისახავს დაადგინოს შეიცვალა თუ არა საწვავის მახასიათებლები, თუ შეესაბამება საერთშორისო მოთხოვნებს და რამდენად უსაფრთხოა საწვავის თვითმფრინავში მიწოდება. საავიაციო საწვავის სინჯის ხარისხის შეფასება ხდება სხვადასხვა ეტაპებზე და შემდეგი საშუალებებით:
- საწვავგამმართველიდან, ჰიდრანტის მილსადენიდან, რკინიგზის ცისტერნებიდან, ნავთობგადამზიდველების მიერ ტრანსპორტირებისას.
- რეზერვუარებიდან და სხვა შესანახი სათავსოებიდან.
- სპეციალური ჩამოსხმებით, ფილტრაციით და საწვავში წყლის და მინარევების განმსაზღვრელი მოწყობილობებით.
5. სპეციალიზირებული მანქანები და დანადგარები, მათ მოვლა, შეკეთება და სპეციალიზირებული ტრანსპორტი აეროპორტში
ყველა აუცილებელი პროცედურა, რომელიც ეხება ავტო-პარკის მოვლას და შეკეთებას ისევე როგორც სპეც. ტექნიკის და დანადგარების ტექნიკური ნებართვები კონტროლდება კომპანიის სატრანსპორტო და საინჟინრო სამსახურის მიერ.
6. ტექნიკური ოპერაციები საწვავის მიწოდებამდე
საწვავის თვითმფრინავში საბოლოო მიწოდებამდე ხდება მისი გადატუმბვა რეზერვუარებიდან საწვავგამმრთველ მანქანებში გამცემი სადგურიდან ან საწვავის მიწოდება ჰინდრანტის სისტემით, რომელიც ამისათვის ჯერ სპეციალურ სანასოსეში იფილტრება და საბოლოოდ საწვავის ხარისხი მოწმდება აეროპორტის აპრონზე.
7. სპეც. ტექნიკის გადაადგილების კოორდინაცია
საავიაციო საწვავის საწვავგამმართველი მანქანებით მიწოდებისას სავალდებულოა აეროპორტთან და რეისის ეკიპაჟთან წინასწარ კოორდინირებული და კარგად ორგანიზებული თანამშრომლობა, რათა ყოველი თვითმფრინავის საწვავით გამმართვა აპრონზე განხორციელდეს სწარაფად და უსაფრთხოდ, ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით.
8. თვითმფრინავის საწვავით გამართვა
თვითმფრინავების საწვავით გამართვა ხდება კომპანიის საკუთრებაში არსებული სპეციალური საწვავგამმართველი ტექნიკის მეშვეობით ან ჰიდრანტის დისპენსერებით.
თვითმფრინავის საწვავით გამართვა ხდება სპეციალური მანქანებით (საწვავგამმართველებით), რომელიც საავიაციო საწვავს ტუმბავს მანქანის ცისტერნიდან თვითმფრინავის საწვავის ავზში ან თვითმფრინავის გამართვა ხდება ჰიდრანტის დისპენსერით (სპეც. მანქანა), რომელიც უერთდება ჰიდრანტის მილსადენს და თვითმფრინავს ერთდროულად. დისპენსერი თავის მხრივ კიდევ ფილტრავს საწვავს მასში შესაძლო დარჩენილი წყლისგან და მინარევებისაგან და აკონტროლებს მისაწოდებული საწვავის მოცულობას. საწვავგამმართველი და დისპენსერი შესაბამისად კონფიგურირდება, რომ საწვავის წარმადობამ, წნევამ არ დააზიანოს საჰაერო ხომალდის საწვავის სისტემა.