ტენდერის აღწერილობა: PFSG0023 – თბილისი – საავიაციო ფილტრაციის (განმაცალკევებელი) ჭურჭელი /Aviation Filter Housings – Filter Water Separator
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: – თბილისი – საავიაციო ფილტრაციის (განმაცალკევებელი) ჭურჭლის /Aviation Filter Housings – Filter Water Separator შეძენა
დავალება/აღწერილობა:
თბილისში, საავიაციო საწვავის ფილტრაციისათვის, გვჭირდება შემდეგი სახის განმაცალკევებელი ჭურჭელი:
- სერტიფიცირებული EI 1581-ის მე-6 გამოცემის შესაბამისად
- დიზანი და კონსტრუქცია EI 1596 -ის შესაბამისად
- დამზადებული ASME სპეციფიკაციების მიხედვით და სერტიფიცირებული “CE” ბეჭდით
- წარმადობა 4600 ლ/წ
- სასურველია ჰორიზონტალური კონფიგურაციის
- სასურველია Facet-ის წარმოების
მონაცემები, მახასიათებლები:
საავიაციო ფილტრაციის ჭურჭელი უნდა მოიცავდეს შემდეგ აქსესუარებს:
- ჰაერის ელიმინატორი
- წნევის გადამგდები სარქველი
- დიფერენციალური წნევის მანომეტრი
- ზამბარა ბურთულიანი სარქველი/მექანიკური ბურთულიანი სარქველი
- ფილტრების ელემენტების ერთი კომპლექტი, რაც თავის მხრივ მოიცავს 3 ცალ კოალესერის ელემენტს და 1 ცალ სეპარატორის ელემენტს
- რეზერვუარის ფორმა: სასურველია ჰორიზონტალური
მდებარეობა: თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: არაუმეტეს 4 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: მასალა – ავანსი 60% – დარჩენილი 40% მოწყობილობის მიღებიდან 5 დღის ვადაში,
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 30.10.2024
საგარანტიო პირობები: – საგარანტიო ვადა – 1 წელი
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
რამაზ ბალახაძე
მობ: 595 471 393
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;