ტენდერის აღწერილობა: PFSG0026 – თბილისი – ავარიული გამორთვის სისტემა
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: – თბილისი – ავარიული გამორთვის სისტემა
დავალება/აღწერილობა:
სამონტაჟო სისტემა განკუთვნილი იქნება აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული სიტუაციებისას ჰიდრანტში პროდუქტის მიწოდების შესაწყვეტად. საგანგაშო სიტუაციის დროს მოხდება ავარიული გამორთვის ღილაკის გააქტიურება, რომელიც თავის მხრივ რადიო სიგნალს მიაწვდის რეტრანსლიატორს, ხოლო მართვის პანელი პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისად ბაზაზე ჩართავს ავარიულ სიგნალიზაციას და გათიშავს ტუმბოს (მისი მუშაობის შემთხვევაში). ბაზა – სამონტაჟო ავარიული გამორთვის ღილაკებიდან დაშორებულია 2კმ-ით.
მონაცემები, მახასიათებლები:
- ავარიული გამორთვის სისტემა უნდა იყოს უსადენო
- იმუშაოს არალიცენზირებად რადიო სიხშირულ დიაპაზონში 863-870 MHz (დიაპაზონი A); 864-865 . 868.0-868.2; 868.7-869.2 MHz (დიაპაზონი C). ETSI EN300.220 სტანდარტი
- უნდა იყოს აფეთქების საწინააღმდეგო შესრულებით
- უნდა იყოს აღჭურვილი სათადარიგო აკუმულატორით პირველადი წყაროს გათიშვის შემთხვევისათვის
- მართვის პანელები: IP65 შესრულების
მდებარეობა: თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსი 60% – დარჩენილი 40% შესრულებიდან 5 დღის ვადაში
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 30.09.2024 (საწყისი)
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 09.10.2024
საგარანტიო პირობები: – 2 წელი
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი გვენცაძე
მობ: 595 530 043
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;