PFSG0030 – თბილისი – სარკინიგზო ხაზის აღდგენითი სამუშაოები

ტენდერის აღწერილობა: PFSG0030 – თბილისი – სარკინიგზო ხაზის აღდგენითი სამუშაოები

შპსპეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: – თბილისი – სარკინიგზო ხაზის აღდგენით სამუშაოებზე

დავალება/აღწერილობა:

  • რკინიგზის გადამყვანის ისართან – შპალების და ბრუსების შეცვლა

მონაცემები, მახასიათებლები:

მასალა 

  • შპალი I ტიპი გაჟღენთილი თანალიტ ე3475 (0.18*0.25*2.75)მ ბზარსაწინააღმდეგო სარჭით
  • რაოდენობა 10 ცალი
  • ხის გაჟღენთილი ტანალიტ ე3475 საისრე გადამყვანი ძელი ბზარსაწინააღმდეგო სარჭით (3მ-2ც; 2.5მ-6ც; 4მ-6ც) სულ 14 ც-2.565მ3
  • რაოდენობა 2.565 მ3

მდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აერიპორტის ტერიტორია

შესრულების/მოწოდების ვადა:  არაუმეტეს 5 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან (აღდგენითი სამუშაოები უნდა დასრულდეს 10 სამუშაო დღეში)

ანაზღაურება:  სამუშაოები – ავანსი 60%  – დარჩენილი 40%  შესრულებიდან 5 დღის ვადაში,

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა:  21.11.2024

საგარანტიო პირობები:  – საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე უნდა მოქმედებდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 2 წელი

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში – პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204

ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

გიორგი გვენცაძე

მობ: 599 530 043

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;