ტენდერის აღწერილობა: PFSG_T_0033. ქ. თბილისი, ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის, სპეც. ფეხსაცმელის და ამრეკლი ღვედის შესყიდვა.
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ზაფხულის სპეც. ტანსაცმელის, სპეც. ფეხსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის და ამრეკლი ღვედის შესყიდვაზე.
გამოცხადების თარიღი: 07.04.25
მონაცემები, მახასიათებლები:
- ნავთობტერმინალზე მომუშავე ტექ. პერსონალისათვის:
- ზაფხულის ბრენდირებული სპეც. ტანსაცმელი (ზედა, ქვედა) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტო მასალის მიხედვით – 57 კომპლექტი;
- უსაფრთხოების ჩაფხუტები – 55 ცალი.
- ნავთობტერმინალზე მომუშავე ლაბორატორიის და დასუფთავების პერსონალისთვის:
- ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური მახასიათებლების და ესკიზის, ფოტო მასალის მიხედვით – 4 ცალი;
- ბრენდირებული პოლო-მაისური ტექნიკური მახასიათებლების და ესკიზის, ფოტო მასალის მიხედვით – 116 ცალი;
- სპეც. ფეხსაცმელი (ზაფხულის) ნავთობ-გამძლე, ცხვირი – რკინის დამცავის გარეშე, ტექნიკური მახასიათებლების (EN ISO 20347 (01 SRC), EN 61340-5-1) და ფოტომასალის მიხედვით – 55 ცალი;
- ამრეკლი ღვედი – 55 ცალი.
ქსოვილის შემადგენლობა:
- ანტისტატიკური, თერმო და ხანძარ მედეგი, ბამბა, ნავთობ გამძლე, მაღალი ხილვადობის ამრეკლებით (ბრენდირებით).
შენიშვნა:
- რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას;
- დამკვეთის მიერ 6 თვის ვადაში, ნებისმიერი რაოდენობის დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში ფიქსირებული ფასებითა და პირობებით.
მდებარეობა: ქ.თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 1 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: საავანსო თანხა 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 11.04.2025.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ. დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან.
- შემოთავაზებული მასალების ნიმუშები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ირაკლი მამალაძე მობ: +995 971 995 005; ელ.ფოსტა: i.mamaladze@gulfaviation.ge
ბესიკ ებანოიძე: +995 599 119 893; ელ.ფოსტა: b.ebanoidze@gulfaviation.ge
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების ვადას და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დართულ ფაილებში იხილეთ:
- სპეც. ტანსაცმელის ფოტოები
- სპეც. ფეხსაცმელის ფოტოები




