დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის უფროსი ინსპექტორი
გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25
ადგილმდებარეობა: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი: 10:00 – 18:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამსახურის უფროსის მოადგილის და უფროსის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი
- ახალი თანამშრომლების სწავლების პროცესის შეფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- ნავთობტერმინალის მატერიალური ქონების დაცვა, წესრიგის უზრუნველყოფა, კამერების, ტერიტორიის მონიტორინგი;
- შრომის უსაფრთხოების და სახანძრო აღჭურვილობასთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
- ნავთობტერმიალზე უცხო პირთა დაშვების კონტროლი;
- კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
- საგანგებო სიტუაციის დროს პოლიციის ან/და საგანგებო სიტუაციების სამსახურის დაუყოვნებლივ გამოძახება;
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში;
- საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ENG
GEO
RUS