Главный инспектор Службы авиационной безопасности

დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის უფროსი ინსპექტორი

გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25

ადგილმდებარეობა:  თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო განრიგი:  10:00 — 18:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურის უფროსის მოადგილის და უფროსის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
  • გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი
  • ახალი თანამშრომლების სწავლების პროცესის შეფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ნავთობტერმინალის მატერიალური ქონების დაცვა, წესრიგის უზრუნველყოფა, კამერების, ტერიტორიის მონიტორინგი;
  • შრომის უსაფრთხოების და სახანძრო აღჭურვილობასთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
  • ნავთობტერმიალზე უცხო პირთა დაშვების კონტროლი;
  • კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
  • საგანგებო სიტუაციის დროს პოლიციის ან/და საგანგებო სიტუაციების სამსახურის დაუყოვნებლივ გამოძახება;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში;
  • საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;


სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!