დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე
გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25
ადგილმდებარეობა: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი: 10:00 — 18:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამსახურის უფროსის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- სუს-ის პერსონალის მართვა, კადრების როტაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვა, სამუშაო ცვლების დაკომპლექტება და კადრების გადანაწილება ცვლების მიხედვით;
- ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება ნავთობტერმინალის საავიაციო უშიშროების სტატუსზე;
- ნავთობტერმინალის მატერიალური ქონების დაცვა, წესრიგის უზრუნველყოფა, კამერების, ტერიტორიის მკაცრი მონიტორინგი;
- ნავთობტერმინალზე შემოსული და გასული ტვირთის დოკუმენტური და ფაქტობრივი შემოწმება;
- საავიაციო უშიშროების სამსახურის წესების/რეგულაციების დაცვა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია;
- შრომის უსაფრთხოების და სახანძრო აღჭურვილობასთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
- ნავთობტერმიალზე უცხო პირთა დაშვების კონტროლი;
- კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
- საგანგებო შემთხვევების და სიტუაციების ეფექტური მართვა, კერძოდ პერიმეტრზე არსებული ნებისმიერი ფორსმაჟორის დროს, დაუყოვნებლივი კომუნიკაცია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებთან;
- მართლწესრიგის დარღვევაზე რეაგირება: დაპირისპირების, ვანდალიზმის ფაქტების ან სხვა ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიციასთან ან გადაუდებელ სამსახურებთან დაკავშირება/კოორდინაცია;
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება
- დამოკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ENG
GEO
RUS