დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი
გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25
ადგილმდებარეობა: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი: 24 საათიან ცვლებში მუშაობა, 09:00-09:00 სთ (ყოველი მესამე დღე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- უფროსი ინსპექტორის, სამსახურის უფროსის მოადგილის და უფროსის დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- ნავთობტერმინალის მატერიალური ქონების დაცვა, წესრიგის უზრუნველყოფა, კამერების, ტერიტორიის მონიტორინგი;
- შრომის უსაფრთხოების და სახანძრო აღჭურვილობებთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
- ნავთობტერმინალზე უცხო პირთა დაშვების კონტროლი;
- კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
- პოლიციის ან/და საგანგებო სიტუაციების სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის დროს;
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან; ასევე კოლეგებთან მიმართებაში;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ENG
GEO
RUS