Tbilisi Terminal Operator

დასახელება: თბილისისბაზის ოპერატორი

გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25

ადგილმდებარეობა:  თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საავიაციო საწვავის ბაზის ტერიტორიაზე პროდუქტთან დაკავშირებული სატვირთო სამუშაოების ჩატარება და ავტო-სარკინიგზო ვაგონცისტერნების დაცლა-დატვირთვის პროცესში უშუალო მონაწილეობა
  • ავტო-ცისტერნების ჩაზომვა, საავიაციო პროდუქტის მიღება-დაცლა, დასაწყობება, გაცემის სრულ ციკლში მონაწილეობა
  • ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება
  • ყოველდღიური რეპორტინგი
  • დოკუმენტების დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა
  • მონაცემების დამუშავება და შედარება
  • დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, სპეც.ფორმის ტარება)
  • ბაზის სისუფთავის უზრუნველყოფა
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!