ტენდერის აღწერილობა: PFSG0019 – თბილისი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების გადამუხტვა
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: – თბილისი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების გადამუხტვაზე
დავალება: თბილისის ბაზაზე არსებული ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების გადამუხტვა (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით და ტრანსპორტირების გარეშე).
მონაცემები, მახასიათებლები: გადასამუხტი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების დაახლოებითი რაოდენობა:
- 6კგ – 16 ცალი
- 8კგ – 1 ცალი
- 9კგ – 1 ცალი
- 12კგ – 8 ცალი
- 50კგ -6 ცალი
მდებარეობა: თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 5 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსი 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 13.09.2024
საგარანტიო პირობები: საგარანტიო ვადის (2 წელი) გასვლამდე ცეცხლმაქრის წნევის დაცემის შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია ვალდებულია განმეორებითი გადამუხტვა შეასრულოს უსასყიდლოდ.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ალექსი ლალიაშვილი
მობ: 595 123 737
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;