Batumi Terminal Shift Manager

გამოცხადების თარიღი: 01.06.2024 / ბოლო ვადა: 01.08.2024
ლოკაცია: ქ. ბათუმი
სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა – B კატეგორია
მოვალეობები:
 ზედამხედველობა გაუწიოს ნავთობის ბაზაზე ტექნიკური ოპერაციების
უსაფრთხოდ განხორციელებას.
 შეიმუშავოს ეფექტური გეგმები სამუშაო ოპერაციების შეუფერხებლად და
უსაფრთოდ განხორციელებისათვის.
 დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
 ბაზის შეუფერხებლად ოპერირებისათვის ხელმძღვანელობასთან ერთად
მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენაში.
 უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალის ცვლის გადაბარების პროცესი.
 ბაზაზე გახარჯული მასალების შესახებ შეაგროვოს მონაცემები ნარჩენების
შემცირების მიზნით.
 გაანაწილოს ტექნიკური პერსონალის მიერ შესასრულებელი სამუშაოები.
 კონტროლი გაუწიოს ტექნიკური პერსონალის დადგენილ შესასრულებელ
სამუშაოებს, რომ მოხდეს საჰაერო ხომალდებისთვის საავიაციო საწვავის
დროული და უსაფრთხო მიწოდება.
 საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად
(ყოველდღიური, კვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, 6 თვეში ერთხელ,
წლიური) სამუშაოს შესაბამის დოკუმენტაციაში ასახვა და კონტროლი.
 შეასრულოს დადგენილი ტექნოლოგიური სამუშაოები, დაიცვას სსმ და სპეც.
სითხეების მიღების, შენახვის, ხარისხის კონტროლის და გაცემის წესი
აგრეთვე მათი გადატუმბვის წესი.
 შემოსული ტვირთის განაწილება და კონტროლი.
 სსმ და სპეც. სითხეების დონეების დროული გაზომვა.
 მოახდინოს გაზომილი სსმ და სპეცსითხეების დონის გადაანგარიშება
შესაბამისი კალიბრირების ცხრილის მიხედვით.
 მისაღებ-გასაცემი დოკუმენტაციის სწორი გაფორმება და ბუღალტერიისათვის
საჭირო მონაცემების დროულად მიწოდება.
 გაანალიზოს მონაცემები, შექმნას ანგარიშები და ყოველდღიურად
წარუდგინოს ხელმძღვანელობას.

 ყოველწლიურად მოახდინოს დაქვემდებარებული თანამშრომლების
დოკუმანტური შეფასება.
 ხელმძღვანელობასთან ერთად დასახული სამუშაო გრაფიკების შესრულების
ზედამხედველობა.
 ბაზის ტექნიკა-მოწყობილობების რუტინული შემოწმება და
ზედამხედველობა.
 მიიღოს მონაწილეობა სსმ მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში, აგრეთვე
ნავთობბაზაში არსებული საწვავ-საცხები მასალების ინვენტარიზაციაში.
 არ დაუშვას სსმ და სპეც. სითხეების დაღვრა და არევა, უხარისხო სპეც.
სითხეების გაცემა.
 ელ. მეურნეობის მოვლა-პატრონობა და გაუმართაობის დროს, საჭიროების
შემთხვევაში დამატებითი სპეციალისტის გამოძახება.
 ბაზის ტერიტორიაზე წესრიგის და სისუფთავის დაცვის კონტროლი,
რეზერვუარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის
უზრუნველყოფა.
 გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტების და ინვენტარის სუფთად და
მოწესრიგებულად შენახვა.
 სამუშაო პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო
ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
 ბაზის მატერიალური ფასეულობის ზედამხედველობა და ინვენტარიზაციაში
მონაწილეობა.
 დაიცვას შრომის წესები, უსაფრთხოების ზომები, საწარმოო სანიტარია და
სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
 მუდმივად აიმაღლოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება,
დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და
მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგია.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!