Fuel tanker driver (B, C, E category) – Samtredia

დასახებელება: საწვავმზიდის მძღოლი (B, C, E კატეგორია)

გამოცხადების თარიღი: 15.10.24 / ბოლო ვადა: 14.11.24

ადგილმდებარეობა:  სამტრედია (გადაადგილება/სამოქმედო ზონა წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს – სამტრედია-ქუთაისი-ბათუმი)

სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის აეროპორტის/აერიდრომების ტერიტორიაზე განთავსებულ ტერმინალებზე უსაფრთხოდ მიტანა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად
  • პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი
  • პროდუქტის მიღება-დაცლა და დასაწყობება
  • დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
  • საწვავმზიდის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წელიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.