Health, Safety and Security Manager

ლოკაცია: ქ. თბილისი

ჯ.შ.უ.გ.დ. სამსახურის უფროსის ფუნქციას წარმოადგენს, კომპანიაში ჯანმრთელობის,
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სისტემის დანერგვა და კონტროლი,
კომპანიის საქმიანობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი
ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში.
ჯ.შ.უ.გ.დ. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია:
 კომპანიაში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის
სისტემის დანერგვასა და კონტროლზე.
 კომპანიის საქმიანობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის
კონტროლზე, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის
სფეროში.
 კომპანიაში არსებული დოკუმენტირებული ინფორმაციის კონტროლზე.
 ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარისხის მართვის
სფეროებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტოლზე.
 კომპანიის ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების დასაწყობებაზე და
ანგარიშგებაზე.
 გარემოს დაცვის სფეროში პად ფორმების წარმოებაზე
 გარემოს დაცვის სფეროში ემისიების ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ
ანგარიშგებაზე.
 კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარებული, გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების
წარმოების დროს, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის
წესების დაცვის კონტროლზე.
 კომპანიის ტერიტორიაზე, კომპანიის კონტრაქტორების მიერ სამუშაოების
წარმოების დროს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის
წესების დაცვის კონტროლზე.
 კომპანიაში დანერგილი, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის სტანდარტების
მოთხოვნათა შესრულების კონტროლზე.
 კომპანიაში ჩატარებულ გარეშე თუ შიდა აუდიტების მოთხოვნათა შესრულების
კონტროლზე, რომელიც დაკავშირებულია – ჯანმრთელობის, შრომის
უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარისხის მენეჯმენტის სფეროებთან.
 კომპანიაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის და მოწყობილობების
პერიოდულ, ვიზუალურ დათვალიერებაზე, ინსპექტირებაზე და შესაბამისი
ჩანაწერების წარმოებაზე.
 კომპანიისთვის წაყენებული გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების
კონტროლზე.

 კომპანიაში არსებული გამწმენდი ნაგებობების პერიოდულ კონტროლზე და
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამწმენდი ნაგებობების ეფექტიანობის
გასაზრდელად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.
 კომპანიაში დანერგილი მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მოთხოვნათა
შესაბამისად, შიდა აუდიტების დაგეგმვასა და ჩატარებზე. შიდა აუდიტების
დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღრიცხვასა და აღმოფხვრის კონტრლზე.
 თავის დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების საქმიანობის კოორდინირებასა
და კონტროლზე და მათი უფლება-მოვალეობების დოკუმენტის მომზადება,
განახლებაზე.
 საოპერაციო, ტექნიკური, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს
დაცვის და ხარისხის მართვის პროცედურების, ინსტრუქციების,
სახელმძღვანელოების, გეგმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაზე
კომპანიის ყველა სამსახურების უფროსებთან ერთად და მათ მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე.
 კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანობის და შრომის
უსაფრთხოების/გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისთვის თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებასა
და კომპანიის მენეჯმენტისათვის გადაცემაზე.
 შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში საარქივო დოკუმენტაციის
კომპანიის არქივში ჩაბარებაზე და სათანადო ჩანაწერების წარმოებაზე.
 კომპანიის ტერიტორიაზე შემოსული სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხოების
პასპორტის გამოთხოვა/მოძიებაზე და შესაბამისი სახიფათო ნივთიერებებთან
მოპყრობის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემაზე.
 კომპანიის კონტრაქტორებთან მჭიდრო კომუნიკაციაზე გარემოსდაცვით
სფეროში. კონტრაქტორების მიერ კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარებული
სამუშაოების კონტროლზე და მათ მიერ მომზადებული ანგარიშების
კონტროლზე.

ჯ.შ.უ.გ.დ. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
 გაუწიოს კოორდინაცია და კონტროლი კომპანიის შრომის უსაფრთხოების,
გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ხარისხის მართვის სისტემებს.
 გაუწიოს კოორდინაცია და კონტროლი, კომპანიის სამუშაოზე დაშვების
ნებართვის და რისკების შეფასების სისტემების მუშაობას.
 მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში მომხდარი ინციდენტების და უბედური
შემთხვევების მოკვლევის პროცესში და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში
კომპანიის პროცედურების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 დასაქმებულთათვის პერიოდული სწავლებების ორგანიზებაზე, ჩატარებაზე და
შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაზე.
 მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დაგეგმილ და მოწყობილ
ყველა ღონისძიებებში, თათბირში და სწავლებაში.

 მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კომპანიაში ჩატარებულ
იმ შემოწმება/აუდიტებში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის, შრომის
უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარიხის მართვის საკითხებთან.
ჯ.შ.უ.გ.დ. სამსახურის უფროსს უნდა გააჩნდეს სათანადო ცოდნა:
 შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ხარისხის
მართვის სისტემის მიმართულებით.
 საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნათა შესახებ ჯანმრთელობის,
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში.
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე:
info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!