Purchase Specialist

შესყიდვების სპეციალისტი
ლოკაცია: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია:

  • შესყიდვების სამსახურის ყველა საქმიანობის ზედამხედველობა.
  • კომპანიის ბაზების ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვილობა-დანადგარების,
    მომსახურების და მარაგების შესაძენად გეგმა-გრაფიკის მომზადება.
  • კომპანიის შესყიდვების პოლიტიკის და პროცედურების დაცვა და განხორციელება.
  • შესასყიდი საქონელის/მასალის და სერვისების განხილვა, შედარება, ანალიზი და
    დამტკიცება ხელმძღვანელობასთან ერთად.
  • საწყობის ზედამხედველთან ერთად მარაგების მართვა და ინვოისების, საგადასახადო
    დავალებების და ფასების ჩანაწერების აღრიცხვა.
  • მომწოდებლების მონაცემების შედგენა და განახლება.
  • საქონელის/მასალის მომწოდებლების კვლევა და შეფასება.
  • ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენა (ყველა დეპარტამენტის) ანალიზი და ანგარიში.
  • დაიცვას შრომის დაცვის წესები, უსაფრთხოების ტექნიკა, საწარმოო სანიტარია და
    სახანძრო უსაფრთხოების წესები.
  • მუდმივად აიმაღლოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს
    შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია,
    სრულყოს შრომის ტექნოლოგია.

ვალდებულებები:
 მონაწილეობა მიიღოს კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარებულ სწავლებებში.
 მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში მომხდარი ინციდენტების გამოძიების პროცესში.
 დაიცვას კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების ზოგადი წესები.
 ზედმიწევნით შეასრულოს, კომპანიაში დანერგილი საოპერაციო და უსაფრთხოების
ინსტრუქციების ის მოთხოვნები, რომელიც მასზე ვრცელდება.
 მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ ორგანიზებულ თათბირებში, სწავლებებსა თუ
სხვა
ღონისძიებებში.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ.ფოსტაზე:
info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!