გამოცხადების თარიღი: 01.06.2024 / ბოლო ვადა: 01.08.2024
ლოკაცია: ქ. თბილისი
სავალდებულო მოთხოვნები:
საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა C ან E
კატეგორია.
მოვალეობები:
ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების
წესების სრული დაცვით და საჰაერო ხომალდებისათვის საავიაციო საწვავის
დროული და უსაფრთხო მიწოდება.
მანქანის და ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება:
მრიცხველები და მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა,
ცეცხლმაქრები. სგმ ბაკებში დიზელის მდგომარეობის შემოწმება. გამოვლენილი
დაზიანებების აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში.
საჭიროების შემთხვევაში ცვლის გადაბარება, მანქანების ტექ. მდგომარეობის
გარკვევა, საწვავის კონტროლი მანქანებში, გამცემი მრიცხველების ამოწერა, მუშა
რეზერვუარებისა და სამუშაო ნაშთების გარკვევა.
საჭიროების შემთხვევაში ცვლის მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება. ცვლის
დაწყებისას მოახდინოს რევიზია საცავების, მრიცხველების, ურდულების,
ნასოსების და მილგაყვანილობის.
საწვავის გასაცემი მოედნის წესრიგში მოყვანა და მანქანის სისუფთავის დაცვა
ყოველდღე ცვლის დროს.
რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება
და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
უზრუნველყოს მანქანის გამზომი, ტექნიკური საშუალებებისა და
მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია.
დაიცვას შრომის დაცვის წესები, უსაფრთხოების ტექნიკა, საწარმოო სანიტარია
და სახანძრო უსაფრთხოების წესები.
მიიღოს მონაწილეობა ტექნიკურ სწავლებებში. მუდმივად აიმაღლოს თავისი
პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს,
აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულჰყოს შრომის
ტექნოლოგია.
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!