ვაკანსიის დასახელება: მექანიკოსი
გამოცხადების თარიღი: 04.11.24 / ბოლო ვადა: 30.11.24
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია
სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური ინსპექტირება, რემონტი და კონტროლი.
- დანადგარების გეგმიური-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით.
- აღმოჩენილი მექანიკური პრობლემების დაფიქსირება და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით დროულად აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
- საწვავმზიდის/საწვავგამმართველის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებს და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!