გამოცხადების თარიღი: 01.06.2024 / ბოლო ვადა: 01.08.2024
ლოკაცია: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია:
კომპანიის საავიაციო საწვავის ბაზის ტერიტორიაზე პროდუქტთან დაკავშირებული
სატვირთო სამუშაოების ჩატარება და ვაგონ-ცისტერნების დაცლის პროცესში
უშუალო მონაწილეობა.
მოვალეობები:
ლაბორატორიის, ინსპექტორების თუ ამზომველების წარმომადგენლებთან ერთად
განახორციელოს ვაგონ-ცისტერნების ჩაზომვა.
კონტროლი გაუწიოს ურდულების სისტემის შეუფერხებელ მუშაობას.
საწვავის მიღება/გაცემის ოპერაციების მსვლელობისას არ დატოვოს უკონტროლოდ
მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული, წნევის ქვეშ მყოფი, ურდული.
ვაგონ-ცისტერნის დაცლის ოპერაციების დასრულების შემდეგ, დახუროს ვაგონ-
ცისტერნების ქვედა სარქველები და ჩახსნას დაცლის მოწყობილობები.
ნავთობპროდუქტის დაღვრის შემთხვევაში, ბაზის უფროსის მითითების
შესაბამისად შეასრულოს ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები. ოპერატორი
ექვემდებარება ბაზის უფროსს.
ვაგონების დაცლის ოპერაციების დროს განახორციელოს დამცლელი
მოწყობილობების ვაგონების გამცემ მოწყობილობასთან შეერთება/ჩახსნის
ოპერაციები, ბაზის უფროსის მითითების შესაბამისად.
იყოს გათვითცნობიერებული სატვირთო ოპერაციების ჩატარების პროცესში და
გააჩნდეს სათანადო ცოდნა იმ საოპერაციო პროცედურების და ინსტრუქციების,
რომელიც დაკავშირებულია სატვირთო ოპერაციებთან.
გააჩნდეს სათანადო ცოდნა იმ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს
დაცვითი სისტემების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სატვირთო ოპერაციებთან.
გააჩნდეს სათანადო ცოდნა კომპანიის სამუშაოზე დაშვების ნებართვის სისტემის
მოთხოვნების შესახებ.
დაიცვას კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების ზოგადი წესები.
ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიაში დანერგილი საოპერაციო და უსაფრთხოების
ინსტრუქციების ის მოთხოვნები, რომელიც მასზე ვრცელდება.
მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ ორგანიზებულ თათბირებში, სწავლებებსა თუ
სხვა ღონისძიებებში.
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!