Technical Unit and Jet Fuel Monitorin Head

ლოკაცია: ქ. თბილისი
სავალდებულო მოთხოვნები:


 უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
 საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
 ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
თანამდებობრივი ფუნქცია:
 ტ.ს.ს.ს.მ.უ. ფუნქციას წარმოადგენს კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობების გამართულობის და
ეფექტიანად მუშაობის უზრვუნველყოფა. კომპანიის აღჭურვილობების და მოწყობილობების,
გეგმური და არაგეგმიური მომსახურებების დაგეგმვა და კონტროლი. ავარიულ და ფორსმაჟორულ
სიტუაციებში კომპანიის კრიტიკული აღჭურვილობის მუშაობის გამართულობის უზრუნველყოფა.
კომპანიის საოპერაციო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ტექნოლოგიური ცვლილებების და
ოპტიმიზაციების წინადადებების წამოყენება.
პასუხისმგებლობა:

  • ტ.ს.ს.ს.მ.უ. ეკისრება პასუხისმგებლობა კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ
    გამართულობაზე.
  • კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება JIG-ის და IATA-ს საერთაშორისო
    სტანდარტების რეკომენდაციების, აგრეთვე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის
    შესაბამისად.
  • კომპანიის არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმის შემუშავება და
    შესრულების კონტროლი. ახალი პროექტების დაგეგმარება და ზედამხედველობა.
  • ტექნოლოგიური მოწყობილობების, დანადგარების და გასაზომი საშუალებების სწორი
    ტექნიკური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
  • ტექნოლოგიური მოწყობილობების სწორი მონტაჟი და შეკეთების კონტროლი.
  • დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური სამოქმედო გეგმის
    შემუშავება და შესრულების კონტროლი.
  • ყოველთვიური, ყოველწლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და კომპანიის
    დირექტორთან შეთანხმება.
  • დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური პერსონალის მუშაობის პროცესის სწორად დაგეგმვა და
    კომპანიის რესურსების რაციონალურად გამოყენება.
  • ჯანრმთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ვალდებულებების
    შესრულების კონტროლი.
  • ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, რომელიც ვრცელდება ტექნიკურ
    სამსახურზე.
  • კრიტიკული მოწყობილობებისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილების მუდმივი მარაგის
    კონტროლი.
    გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ.ფოსტაზე:
    info@gulfaviation.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!