გალფის ავიაციის შესახებ

13 წელზე მეტია, ჩვენ ვართ მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების მიერ ნდობით აღჭურვილი საავიაციო საწვავის მიმწოდებელი კომპანია!

კომპანია სათავეს იღებს 2007 წლიდან, როდესაც პირველმა ააშენა  ულტრა თანამედროვე საავიაციო საწვავის ტერმინალი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დანერგა უნიკალური ჰიდრანტის სისტემა, რომელიც ერთადერთია საქართველოში.

2017 წლის სექტემბერში საავიაციო საწვავის ბიზნესი ინტეგრირდა ისეთ მრავალმხრივ საერთაშორისო ნავთობის ჰოლდინგთან როგორიცაა – პეტროკას ენერჯი გრუფი www.petrocasenergy.com.

საქართველოში საავიაციო საწვავის შემოტანა  ხორციელდება ჰოლდინგის მიერ საკუთარი მრავალმხრივი მომსახურების სპექტრის ფარგლებში. საწვავს შევისყიდით მრავალწლიანი პარტნიორებისგან – საწვავგადამამუშავებელი ქარხნებიდან, რომელიც მდებარეობს საბერძნეთში, ეგვიპტეში და თურქმენეთში. შემდგომ ეტაპზე საწვავის ტრანსპორტირება ხდება გემით და რკინიგზით, რის ოპერირებასაც კომპანია თავად ანხორციელებს. საწვავის გემით უსაფრთხო გადაზიდვის შემდეგ ეტაპზე პროდუქტი იტვირთება ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალში, რომელიც ასევე კომპანიის საკუთრებაშია და საბოლოოდ საავიაციო საწვავი ნაწილდება და მიეწოდება თვითმფრინავებს ბორტზე საქართველოს აეროპორტებში.

საწვავის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა ეტაპზე.

გალფ ავიაცია უზრუნველყოფს საავიაციო საწვავით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით 10 ლოკაციაზე, თუმცა ძირითადი მომსახურების არეალია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები. გალფ ავიაცია საქართველო არის უნიკალური ჰიდრანტის სისტემის ერთადერთი მფლობელი და ოპერატორი საქართველოში.

საავიაციო საწვავის მიწოდების ლოკაციები მოიცავს ქუთაისის საერთშორისო აეროპორტს, ნატახტარის აეროდრომს, მესტიის საერთაშორისო აეროპორტს, ასევე ბარისახოს, ყვარელის და თელავის აეროდრომებს.

ჩვენ უზრუნველყოფთ ხარისხიანი საავიაციო საწვავის მიწოდებას და საჰაერო ხომალდების საწვავით გამართვას!