შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის აეროპორტის ტერმინალის პირველი შენობა აიგო 1952 წელს არქიტექტორ ვ. ბერიძის პროექტის მიხედვით. შენობა წარმოადგენდა სტალინური არქიტექტურის ნიმუშს, ერთ-სართულიანი, სიმეტრიული საყრდენი კედლებით და პორტიკოს ფორმის მონუმენტული რიზალიტით.
ამჟამინდელი ტერმინალის შენობა აიგო 1990 წელს თანამედროვე არქიტექტურულ სტილში, რომელიც გამოირჩევა ფუნქციური და თანამედროვე დიზაინით. შენობა მოიცავს 25,000 კვმ-ს და გათვლილია ხალხის და სამგზავრო ტვირთის დიდი ნაკადის გატარებაზე ავტო-პარკირებიდან დაწყებული თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომამდე. ტერმინალს გააჩნია გაფართოების პერსპექტივაც. მგავრთა ნაკადის გაზრდის გამო 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა მგზავრების ჩამომსვლელი ახალი ტერმინალი. ახალი ტერმინალი იკავებს 12000 კვმ-ს, აქვს ორმხრივი მგზავრთა გადასასვლელები, თვითმფრინავებისთვის დაემატა 5 ახალი სადგომი, მოეწყო 150 მეტრი სიგრძის 3 ბარგის გადასაზიდი და 250 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.
ამჟამად აეროპორტი წელიწადში ემსახურება 4 მილიონ მგზავრს.
2016 წელს ხელახლა დაიგო აეროპორტის ძირითადი საფრენი ბილიკი და მასზე მოეწყო ახალი სანავიგაციო განათება, რაც მომავალში უზრუნველყოფს საფრენი ბილიკის მეტ უსაფრთხოებას.
თბილისის აეროპორტის ძირითადი სპეციფიკაცია:
- აეროპორტის კოდი: TBS / UGTB
- საფრენი ბილიკი: 3000 m
- თვითმფრინავების სადგომი: 53
- ტერმინალის ტევადობა: 4 მილიონი მგზავრი წელიწადში
- რეგისტრაციის პუნქტი: 40
- ჩასხდომის პუნქტი: 11
- ტვირთის ესკალატორი: 5
გალფ ავიაცია საქართველო ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2007 წლიდან. კომპანია ფლობს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA -ს მიერ სერტიფიცირებულ ტერმინალს, საწვავგამმართველი მანქანების ავტოპარკს და ჰიდრანტის დისპენსერებს. კომპანის საკუთრებაშია უნიკალურ ჰიდრანტის სისტემა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ერთადერთია საქართველოში და უზრუნველყოფს ავიალაინერების საწვავით გამართვას სწრაფად, უსაფრთხოდ და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გალფ ავიაცია საქართველო თვითმფრინავებს უზრუნველყოფს შემდეგი ტიპის საავიაციო საწვავით:
- JET A-1
- TS-1
თბილისის აეროპორტში საწვავის მიწოდების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.tbilisiairport.com