ლაბორატორია

გალფ ავიაციის თბილისის ბაზის აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორია ავიაკომპანიებს და
დაინტერესებულ იურიდიულ პირებს სთავაზობს TS-1 და JET A-1 ტიპის საავიაციო საწვავის სინჯებზე
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას.
საგამოცდო ანალიზები ტარდება საერთაშორისო სტანდარტების და ტექნიკური მოთხოვნების
დაცვით, როგორიცაა ASTM D1655-20 და/ან გოსტი 10227-86.
ტესტირების შემდგომ გაიცემა საავიაციო საწვავის ხარისხის დამადასტურებელი პასპორტი, რომელიც
მოიცავს სრულ ინფორმაციას საწვავის პარამეტრებზე როგორიცაა სიმკვრივე, ფრაქციული
შემადგენლობა, აფეთქების და კრისტალიზაციის ტემპერატურა, ელექტრო სტატიკურობა, მექანიკური
მინარევების და წყლის შემცველობა, ფაქტიური ფისების კონცენტრაცია და სხვა.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვმართოთ საკონტაქტო ნომერზე + 995 577 120 870

ლაბორატორიის ყოველწლიური შეფასება

◾️

◾️

 

◾️

◾️

◾️
ლაბორატორიის ხელახალი აკრედიტაცია
გალფ ავიაციის ლაბორატორიამ წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცედურები და მიენიჭა
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის სერტიფიკატი 5 წლიანი მოქმედების ვადით.
Laboratory Certificate 2023-2027