კომპანია გალფის ასოცირება ავიაციის სფეროსთან იწყება იმ ეპოქიდან, როდესაც ბიპლანები იწყებდნენ ცის დაპყრობას და გალფის პილოტაჟი და რეკორდული გმირობები მსოფლიოში მნახველებს აოცებდა.
80 წლის შემდეგ გალფი აგრძელებს საავიაციო ბაზარზე შუამავალი მოთამაშის ფუნქციას და ერთმანეთთან აკავშირებს წამყვან საავიაციო ოპერატორებს რეგიონალურ აეროპორტებთან ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით.
გამოცდილების სიმდიდრე და მრავალმხრივი მომსახურების პაკეტი წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ფუნდამენტს, რათა გემსახუროთ და მოგაწოდოთ თქვენი საწვავი და საპოხი მასალები უსაფრთხოდ და შეღავათიან ფასად. ამასთან პერსონალური სერვისი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გალფის ყველა ბიზნეს მიმართულებაში.