გუნდი
-
ი.ე.
დირექტორი
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”-ს დირექტორი 2022 წლის 1 აგვისტოდან. „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ საქართველო“-ს ტექნიკური სამსახურის უფროსი 2020 წლიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. მანამდე, იგივე კომპანიაში შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი. წამყვანი საერთაშორისო კომპანიების თანამშრომელი 2003 წლიდან: KBR, FLUOR გეოდეზიის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, უფროსი, ტექნიკური და სამშენებლო სამსახურის უფროსი ზედამხედველი, BECHTEL, ENKA სამოქალაქო ინჟინერი, Dyncorp/Amentum - დაგეგმარების სამსახურის უფროსი, BESIX, STFA - სახელმწიფოსთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს/ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფონდის მრჩეველი და ა.შ.
-
რამაზ ბალახაძე
დირექტორის მოადგილე ოპერირების დარგში
16 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში სასაწყობო, სამეურნეო და ლოჯისტიკის სფეროში პასუხისმგებლობა: საავიაციო საწვავის ბაზაზე გადმოტვირთვის, შენახვის და თვითმფრინავში მიწოდების პროცესის ზედამხედველობა. პასუხისმგებელი პირი ბაზის ტექნიკურ საკითხებზე, მოწყობილობა-დანადგარებზე, ჰიდრანტის სისტემის ინფრასტრუქტურაზე, საავიაციო საწვავის ფილტრაციის სისტემებზე, უსაფრთხო და გამართულ ოპერირებაზე კომპანიის ბაზებში.
-
გიორგი გვენცაძე
ტექნიკური სამსახურის და საავიაციო საწვავის მონიტორინგის უფროსი
25 წლიანი გამოცდილება ნავთობპროდუქტების გადამუშავების, ლოგისტიკის და ტერმინალების ექსპლუატაციის სფეროში. პასუხისმგებლობა: ტექნიკური პერსონალის (ტექნიკოსები და მძღოლები) და საავიაციო საწვავის საგამოცდო ლაბორატორიის ზედამხედველობა, თვითმფრინავებისათვის საავიაციო საწვავით მიწოდების პროცესის კონტროლი აეროპორტში და საავიაციო საწვავის ხარისხის სრული მონიტორინგი, რათა ბაზაზე მოქმედი პროცედურები სრულად შეესაბამებოდეს საწარმოო სტანდარტებს და მოთხოვნებს.
-
თეონა გოქაძე
გაყიდვების მენეჯერი
10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საავიაციო საწვავით მომსახურების სფეროში. პასუხისმგებლობა: ავიაკომპანიებთან და ჰენდლინგურ კომპანიებთან თანამშრომლობა, საავიაციო საწვავის ფასების შეთავაზება, კლიენტების კონტრაქტებით უზრუნველყოფა, საწვავით მომსახურების ინვოისების წარდგენა, რეისების განრიგების და ავიაკომპანიების საწვავის განაცხადების მონიტორინგი.