პარტნიორობა გალფთან

2010 წლიდან პეტროკას ენერჯი გრუფის ჰოლდინგი არის პარტნიორი გალფ ოილ ინტერნაციონალის დიდ ბრიტანეთში და მისი შვილობილი კომპანიის სან პეტროლიუმ ჯორჯიას შუამავლობით უზრუნველყოფს საცალო მომსახურებას საკუთარი ფრენჩაიზით – “გალფ ჯორჯია” – უდიდესი ნავთობ გასამართი სადგურების ქსელი საქართველოში.

მაღალი ხარისხის ევროპული საწვავით და დასავლური მომსახურების სტანდარტებით გამორჩეულმა კომპანიამ საქართველოში თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა მიმწოდებელმა ნავთობის სფეროში.

გალფ ოილ ინტერნაციონალთან საცალო სეგმენტში ძალიან წარმატებულმა თანამშრომლობამ პარტნიორებს მოგვცა ზრდის სტიმული, მუშაობა დაგვეწყო ჩვენთვის ახალ სფეროში, როგორიცაა თვითმფრინავების საავიაციო საწვავით მომსახურება.

გალფ ავიაცია არის მომხმარებელზე  ორიენტირებული საწარმო, რომელიც დაარსდა 80 წლის წინ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში და ამჟამად მისი მომსახურება ქვეყნის მაშტაბით ფარავს 33 ლოკაციას.

კომპანია გალფის ასოცირება ავიაციის სფეროსთან იწყება იმ ეპოქიდან, როდესაც ბიპლანები იწყებდნენ ცის დაპყრობას და გალფის პილოტაჟი და რეკორდული გმირობები მსოფლიოში მნახველებს აოცებდა.

80 წლის შემდეგ გალფი აგრძელებს საავიაციო ბაზარზე შუამავალი მოთამაშის ფუნქციას და ერთმანეთთან აკავშირებს წამყვან საავიაციო ოპერატორებს რეგიონალურ  აეროპორტებტან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით.

“გალფ ავიაცია საქართველო”-ს დაარსება წარმოადგენს ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომელიც აერთიანებს 80 წლიანი ბრენდის ისტორიას ქართულ ბაზართან თავისი 13 წლიანი გამოცდილებით.