ლაბორატორია

კომპანიის საწვავის საგამოცდო ლაბორატორიაში ინვენტარი განახლდა უახლესი ფრაქციული შემადგენლობის განმსაზღვრელი აპარატით, რომელიც წარმოებულია იაპონიაში. მისი მოწოდება განახორციელა ჩვენმა მუდმივმა და სტაბილურმა მომწოდებელმა AG Solution-მა. აღნიშნული მოწყობილობა წარმოადგეს ბოლო თაობის, სრულად ავტომატიზირებულ დანადგარს, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად და რაც მთავარია, მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდეს საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლი. აპარატი საშუალებას იძლევა განისაზღვროს საწვავის ფრაქციული შემადგენლობა. მსგავსი მოდიფიკაციის დანადგარი რეგიონში პირველია!

წარმოების სერთიფიკატი / ინსპექტირების სერთიფიკატი