სამრედიის საწვავმზიდის მძღოლი

დასახებელება: საწვავმზიდის მძღოლი (B, C, E კატეგორია)

გამოცხადების თარიღი: 11.03.25 / ბოლო ვადა: 11.04.25

ადგილმდებარეობა:  ქ.სამტრედია (გადაადგილების, სამოქმედო ზონას წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ქალაქები: სამტრედია-ქუთაისი-ბათუმი).

სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის ტრანსპორტირება აეროპორტის/აეროდრომების ტერიტორიებზე განთავსებულ ნავთობის ტერმინალებზე, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
  • პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი.
  • პროდუქტის მიღება-დაცლა და დასაწყობება.
  • დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
  • საწვავმზიდის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
  • გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
  • სამუშაო პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებს და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.