დასახებელება: ბაზის ოპერატორი
გამოცხადების თარიღი: 18.06.25 / ბოლო ვადა: 18.07.25
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი (აეროპორტის ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საავიაციო საწვავის ბაზის ტერიტორიაზე პროდუქტთან დაკავშირებული სატვირთო სამუშაოების ჩატარება და ავტო-ცისტერნების დაცლა-დატვირთვის პროცესში უშუალო მონაწილეობა.
- ავტო-ცისტერნების ჩაზომვა, საავიაციო პროდუქტის მიღება-დაცლა, დასაწყობება, გაცემის სრულ ციკლში მონაწილეობა.
- ყოველდღიური არღიცხვის წარმოება.
- ყოველდღიური რეპორტინგი.
- დოკუმენტების დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა.
- მონაცემების დამუშავება და შედარება.
- დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
- ბაზის სისუფთავის უზრუნველყოფა.
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- ნავთობბაზაზე ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წელიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS