თბილისის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსი (B, C, E კატეგორია)

დასახელება: თბილისის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსი (B, C, E კატეგორია)

გამოცხადების თარიღი: 01.08.25 / ბოლო ვადა: 15.08.25

ადგილმდებარეობა:  თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია

სამუშაო განრიგი:

გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შესაძლოა ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აეროპორტის/აეროდრომების ტერიტორიაზე განთავსებული ტერმინალებიდან პროდუქტის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდება შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად;
  • პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი და მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება.
  • საწვავმზიდის და ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები, მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. გამოვლენილი დაზიანების, შეუსაბამობის აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში;
  • დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
  • საწვავმზიდის/საწვავგამმართველის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით და ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!