თბილისი მექანიკოსი

დასახელება: თბილისი_მექანიკოსი_032

გამოცხადების თარიღი: 02.12.25 / ბოლო ვადა: 30.12.25

ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისი (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)

სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სპეც.მანქანების: საწვავგამმართველების, ჰიდრანტის დისპენსერების, გადამზიდების დიაგნოსტიკა, რემონტი, ტექ. მდგომარეობის შემოწმება
  • სპეც.მანქანების: საწვავგამმართველების, ჰიდრანტის დისპენსერების, გადამზიდების რეგულარული პრევენციული მომსახურება და ინსპექცია ოპერაციული მზადყოფნის და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
  • ტერმინალის სატუმბო სადგურების ტუმბოების და სხვა ტექ. მოწყობილობების რეგულარული პრევენციული მომსახურება და ინსპექცია ოპერაციული გამართულობის და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
  • გამოვლენილი დეფექტების, შეუსაბამობების, გაუმართაობებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ შესაბამისი რეპორტინგი
  • შესყიდვების სამსახურთან, ტექნიკურ, საოპერაციო, ტრანსპორტის სამსახურებთან მჭიდრო ურთიერთქმედება
  • დისციპლინარული ნორმების დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, კომპანიის უნიფორმის ტარება)
  • ტექ. მეურნეობაში სისუფთავის უზრუნველყოფა
  • კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის მართვა დადგენილი მარშრუტით
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • საწყობში ოპერატორად/სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
  • ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.