დასახელება: ბათუმი საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი 036
გამოცხადების თარიღი: 05.03.26 / ბოლო ვადა: 23.03.26.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი (საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 24 საათიანი მორიგეობა (ყოველი მესამე დღე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა.
- ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა.
- ობიექტზე უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, საგანგაშო პულტი და ა.შ) გამართულობის კონტროლი, ხარვეზის შემთხვევაში ხელმძღვანელების ინფორმირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
- კომპანიის ობიექტებზე უცხო პირთა უნებართვო შესვლის შეზღუდვა.
- ობიექტის შემოვლა და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლი.
- სატვირთო და სარემონტო ოპერაციებზე დაკვირვება.
- თბილისი/ბათუმის საავტომობილო/სარკინიგზო მიმღებ ჩიხებში შემოსულ ვაგონ-ცისტერნებში/ავტოცისტერნებში არსებული პროდუქტის მიღების, აზომვის და დაცლის პროდეცურებში მონაწილეობის მიღება.
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
- გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებული
- ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაოების უნარი
- დაცვის სამსახურში (ძალოვან სტრუქტურებში) მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია)
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- უმაღლესი ან საშუალო განათლება
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS