საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი 2

დასახელება: ბათუმი საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი 035

გამოცხადების თარიღი: 05.03.26 / ბოლო ვადა: 23.03.26.

ადგილმდებარეობა:  ქ. ბათუმი (საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია)

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 24 საათიანი მორიგეობა (ყოველი მესამე დღე).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ობიექტებზე წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა.
  • ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა.
  • ობიექტზე უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, საგანგაშო პულტი და ა.შ) გამართულობის კონტროლი, ხარვეზის შემთხვევაში  ხელმძღვანელების ინფორმირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ობიექტებზე უცხო პირთა უნებართვო შესვლის შეზღუდვა.
  • ობიექტის შემოვლა და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლი.
  • სატვირთო და სარემონტო ოპერაციებზე დაკვირვება.
  • თბილისი/ბათუმის საავტომობილო/სარკინიგზო მიმღებ ჩიხებში შემოსულ ვაგონ-ცისტერნებში/ავტოცისტერნებში არსებული პროდუქტის მიღების, აზომვის და დაცლის პროდეცურებში მონაწილეობის მიღება.
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
  • გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაკვირვებული
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაოების უნარი
  • დაცვის სამსახურში (ძალოვან სტრუქტურებში) მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია)
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • უმაღლესი ან საშუალო განათლება
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.