სამტრედია საწვავმზიდის მძღოლი

დასახელება: სამტრედია_საწვავმზიდის მძღოლი_026

გამოცხადების თარიღი: 01.12.25 / ბოლო ვადა: 12.12.25

ადგილმდებარეობა:  სამტრედია (გადაადგილება/სამოქმედო ზონა წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს – სამტრედია, ქუთაისი, ბათუმი)

სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის აეროპორტის/აეროდრომების და სხვა განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებულ ტერმინალებზე უსაფრთხოდ გადაზიდვა წინასწარ დადგენილი გეგმის შესაბამისად
  • პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი
  • პროდუქტის მიღება-დაცლა და დასაწყობება
  • სატრანსპორტო დოკუმენტების მართვა
  • საგზაო წესების და სატრანსპორტო რეგულაციების დაცვა
  • დისციპლინარული ნორმების წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
  • საწვავმზიდის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და СE კატეგორიები)
  • მოქმედი ADR სერტიფიკატი (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
  • მართვის ისტორია საავტომობილო ავარიების გარეშე (სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
  • ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.