შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს: PFSG-T-0036 ტენდერი სარკინიგზო ესტაკადაზე ტექნოლოგიური მილსადენების/კოლექტორების და დამხმარე მოწყობილობა დანადგარების მოწყობაზე (ფაზა I).
დავალება/აღწერილობა:
არსებული ფოლადის ტექნოლოგიური მილსადენების/კოლექტორების, „უსნ“-ების, ჩამკეტის არმატურის, საყრდენი კონსტრუქციების დემონტაჟი და ახალი მილსადენების/კოლექტორების, „უსნ“-ების, ჩამკეტი არმატურების მონტაჟი.
მონაცემები, მახასიათებლები:
- ტექნოლოგიური მილსადენების/კოლექტორების სიგრძე: 160მ-მდე
- „უსნ“-ების რაოდენობა: 12 ცალი
- ჩამკეტი არმატურის რაოდენობა: 12 ცალი
სამუშაოები უნდა შესრულდეს: API, ISO, ASTM, IATA/JIG, GOST/EASC-ის სტანდარტების შესაბამისად.
მდებარეობა: ქ. თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსი 50% – დარჩენილი 50% შესრულებიდან 5 დღის ვადაში.
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 20.05.2025.
საგარანტიო პირობები: 2 წელი
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ-ს და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობის სფეროში
- კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- სარეკომენდაციო წერილები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს:
გიორგი გვენცაძე
მობ: 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული – ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;