ტენდერის აღწერილობა: PFSG_T_0034 ტენდერი, ქ. თბილისი, ნავთობის ტერმინალიდან „ჰიდრანტის“ სისტემის საშუალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიალაინერების საწვავით გასამართი ნავთობსადენის ჩამკეტი არმატურების ტექნიკური შემოწმება.
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერსკომპანიის საკუთრებაში არსებულისაავიაციონავთობის ტერმინალიდან „ჰიდრანტის“ სისტემის საშუალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიალაინერების საწვავით გასამართი ნავთობსადენის ჩამკეტი არმატურების ტექნიკურ შემოწმებაზე.
გამოცხადების თარიღი: 07.04.2025
მონაცემები, მახასიათებლები:
- ტექნოლოგიური ნავთობსადენი წარმოადგენს ერთმანეთთან ელექტრო-რკალური შედუღებით შეერთებული, მიწესქვეშ განლაგებული ფოლადის იზოლირებული მილების ერთობლიობას. მილები დაფარულია შესაბამისი სისქის ეპოქსიდური საფარით.
- ტექნოლოგიურ ნავთობსადენზე მოწყობილია რკინა-ბეტონის ჭები, სადაც მოთავსებულია ჩამკეტი ურდულები.
- ნავთობსადენების ფაქტობრივი სიგრძე: 2126 მ.
მდებარეობა: ქ. თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 1 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60%, დარჩენილი – 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 28.04.2025
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.), მომსახურების ღირებულება.
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- რეკომენდაციები.
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ. დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების, მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
რამაზ ბალახაძე მობ: +995 471 393; ელ.ფოსტა: r.balakhadze@gulfaviation.ge
ალექსი ლალიაშვილი: +995 595 123 737; ელ.ფოსტა: l.laliashvili@gulfaviation.ge
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების ვადას და ფასს (იმ შემთხვევაში თუ არ იქნება სასურველი ფასის შემოთავაზება, ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ENG
GEO
RUS