ტენდერის აღწერილობა: PFSG_T_0034 ტენდერი, ქ. თბილისი, ნავთობტერმინალიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჰიდრანტის“ სისტემის საშუალებით ავიალაინერების საწვავით გასამართი ნავთობსადენის და ჩამკეტი არმატურების ტექ.შემოწმება.
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს: PFSG_T_0034, ქ.თბილისი, ნავთობტერმინალიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჰიდრანტის“ სისტემის საშუალებით ავიალაინერების საწვავით გასამართი ნავთობსადენის და ჩამკეტი არმატურების ტექ.შემოწმება.
გამოცხადების თარიღი: 28.04.25
მონაცემები, მახასიათებლები:
- ტექნოლოგიური ნავთობსადენი წარმოადგენს ერთმანეთთან ელექტრორკალური შედუღებით შეერთებული, მიწისქვეშ განლაგებული ფოლადის იზოლირებული მილების ერთობლიობას, მილები დაფარულია შესაბამისი სისქის ეპოქსიდური საფარით.
- ტექნოლოგიურ ნავთობსადენზე მოწყობილია რკინაბეტონის ჭები, სადაც მოთავსებულია ჩამკეტი ურდულები
- ნავთობსადენების ფაქტობრივი სიგრძე: 2126მ.
მდებარეობა: ქ. თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 1 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში)
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 28.04.25
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.), მომსახურების ღირებულება
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ. დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების, მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
რამაზ ბალახაძე მობ: +995 471 393; ელ.ფოსტა: r.balakhadze@gulfaviation.ge
ლექსო ლალიაშვილი: +995 595 123 737; ელ.ფოსტა: l.laliashvili@gulfaviation.ge
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული – ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ENG
GEO
RUS