ტენდერის აღწერილობა: PFSG0038 – თბილისი, ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმელის და სპეც. ფეხსაცმელის შესყიდვა
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს: ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმელის და სპეც.ფეხსაცმელის შესყიდვაზე
გამოცხადების თარიღი: 27.10.25
მონაცემები, მახასიათებლები:
- ნავთობტერმინალზე მომუშავე პერსონალის ზამთრის დათბილული, ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტომასალის მიხედვით – 53 ცალი;
- , ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტომასალის მიხედვით – 53 ცალი;
- ნავთობტერმინალზე მომუშავე ადმინისტრაციის, ლაბორატორიის და დასუფთავების სამსახურის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტომასალის მიხედვით – 4 ცალი;
- ბრენდირებული თერმული (ფულეს) ჟაკეტი – 57 ცალი;
- სპეც. ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზამთრის) ნავთობ-გამძლე რკინის დამცავის გარეშე, ტექნიკური დახასიათებისა (EN ISO 20347:2022) და ფოტომასალის მიხედვით – 58 ცალი;
ქსოვილის შემადგენლობა:
- ანტისტატიკური, თერმო და ხანძარ-მედეგი, ნავთობ-გამძლე, მაღალი ხილვადობის ამრეკლებით და ბრენდირებით.
შენიშვნა:
- რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას;
- დამკვეთის მიერ 6 თვის ვადაში ნებისმიერი რაოდენობით დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებით და პირობებით.
მდებარეობა: ქ. თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 1 კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად (სტანდარტული: ავანსი 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 10.11.2025
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექ.პარამეტრებთან
- შემოთავაზებული მასალების ნიმუშები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ირაკლი მამალაძე, მობ: +995 971 995 005; ელ.ფოსტა: i.mamaladze@gulfaviation.ge
ბესიკ ებანოიძე, მობ:+995 599 119 893, ელ.ფოსტა:b.ebanoidze@gulfaviation.ge
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- სპეც. ტანსაცმელის ფოტოები
- სპეც. ფეხსაცმელის ფოტოები
- სპეც. ბრენდირებული თერმული (ფულეს) ჟაკეტის ფოტოები




ENG
GEO
RUS