დასახელება: თბილისი_საწყობის სპეციალისტი_024
გამოცხადების თარიღი: 02.12.25 / ბოლო ვადა: 12.12.25
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტერმინალზე მასალების, მოწყობილობა-დანადგარების, აქსესუარების, ინსტრუმენტების და ა.შ. მიღება-დასაწყობება
- მიღებული მასალის რაოდენობის და შესაბამისობის გადამოწმება და აღრიცხვა
- საწყობში მასალების და ინვენტარის სწორად და ორგანიზებულად აღრიცხვა და სისტემაში შეყვანა
- კომპანიის ბალანსზე არსებული მასალების გეგმიური და არაგეგმიური – ყოველთვიური, ყოველწლიური ინვენტარიზაცია (თბილისი, სამტრედია, ბათუმი)
- მასალების და ინვენტარის გაცემის რეგისტრაცია
- ყოველდღიური რეპორტინგი
- მიღებული დოკუმენტების დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა
- მონაცემების დამუშავება და შედარება
- შესყიდვების სამსახურთან, ბუღალტერიასთან, ტექნიკურ, საოპერაციო, ტრანსპორტის სამსახურებთან მჭიდრო ურთიერთქმედება
- დისციპლინარული ნორმების დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, კომპანიის უნიფორმის ტარება)
- სასაწყობე მეურნეობაში სისუფთავის უზრუნველყოფა
- კომპანიის კუთვნილი ა/ს მართვა დადგენილი მარშრუტით
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- საწყობში ოპერატორად/სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება
- დაკვირვების უნარი (ყურადღება დეტალების მიმართ)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS