დასახელება: სამტრედია საწვავმზიდის მძღოლი 026
გამოცხადების თარიღი: 01.12.25 / ბოლო ვადა: 12.12.25
ადგილმდებარეობა: სამტრედია (გადაადგილება/სამოქმედო ზონა წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს – სამტრედია, ქუთაისი, ბათუმი)
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტის აეროპორტის/აეროდრომების და სხვა განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებულ ტერმინალებზე უსაფრთხოდ გადაზიდვა წინასწარ დადგენილი გეგმის შესაბამისად
- პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი
- პროდუქტის მიღება-დაცლა და დასაწყობება
- სატრანსპორტო დოკუმენტების მართვა
- საგზაო წესების და სატრანსპორტო რეგულაციების დაცვა
- დისციპლინარული ნორმების წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
- საწვავმზიდის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და СE კატეგორიები)
- მოქმედი ADR სერტიფიკატი (სასურველია)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
- მართვის ისტორია საავტომობილო ავარიების გარეშე (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
- ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS