საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორი

დასახებელება: თბილისი_საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორი_034

გამოცხადების თარიღი: 02.03.26 / ბოლო ვადა: 23.03.26

ადგილმდებარეობა:  თბილისი (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე)

სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თბილისის საავიაციო ტერმინალზე სარკინიგზო/საავტომობილო ჩიხებში/სადგურებში ვაგონცისტერნების/ავტოცისტერნების, სსმ (საწვავ-საცხები მასალების) სპეცსითხეების, პროდუქტის მიღება, აზომვა, დაცლა/დატვირთვის და შენახვა გადატუმბვის პროცედურების შესრულება (უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის ზედამხედველობით დამღების/ლუქების ინდეტიფიცირება-შედარება და პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი სიმაღლეების შედარება შესაბამის დოკუმენტაციასთან);
  • უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით რკინიგზით, საავტომობილო გზით შემოსული საავიაციო საწვავის რეზერვუარებში გადანაწილება და კონტროლი;
  • უფროს ოპერატორთან ერთად ყოველდღიურად, ყოველი სარკინიგზო თუ საავტომობილო ვაგონცისტერნებით საავიაციო პროდუქტის მიღების შემდეგ განახორციელოს გაზომილი სსმ (საწვავ-საცხები მასალების) და სპეცსითხეების დონის გადაანგარიშება შესაბამისი კალიბრირების ცხრილის მიხედვით;
  • ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მოვლა-პატრონობა, რუტინული შემოწმება, გაუმართაობის შემთხვაში ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
  • ობიექტზე წერიგის და სისუფთავის დაცვა;
  • უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსის მითითებით მიიღოს მონაწილება სსმ მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში და ინვეტარიზაციაში;
  • გასაზომი ხელსაწყოების, ისტრუმენტების და ინვენტარის სუფთად და წესიერად მოვლა/შენახვა;
  • ბაზის მატერიალურ ფასეულობის მოვლა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში;
  • შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • მუდმივად აამაღლოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგია;
  • უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსთან, ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაკვირვებული;
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაოების უნარი;
  • შესაბამის სამსახურში მუშაოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი ან საშუალო განათლება ;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წელიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის;
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას.

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.