PFSG-T-0044 – გენერატორის მომსახურება და რევიზია

ტენდერის აღწერილობა: PFSG-T-0044 – გენერატორის მომსახურება და რევიზია

გამოცხადების თარიღი: 05.03.26

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს გენერატორის მომსახურება და რევიზიაზე.

პროექტის მონაცემები/მახასიათებლები: ქ.თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე, 0158.

ტექნიკური დავალება:  გენერატორის მომსახურება და რევიზია (შესაცვლელია ჰაერის ფილტრები, საწვავის ფილტრები, ზეთი და ზეთის ფილტრები).

აღწერა:

  • მოდელი: FG Wilson P250H – 250 kVA
  • ძრავის მოდელი: Perkins 1306-E87TA330
  • სიხშირე: 50Hz
  • დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ტექნიკური მახასიათებლები.

მდებარეობა:  ქ. თბილისი

შესრულების/მიწოდების ვადა:  7 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.

ანაზღაურება: ავანსი 60%  – დარჩენილი 40% შესრულებიდან 5 დღის ვადაში (ფიქსირებული ფასით).

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 11.03.2026

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:


ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204

ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge  +995 571 995 005

გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge    +995 599 530 043

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;