ტენდერის აღწერილობა: PFSG-0045_ტენდერი_თბილისი სპეც. სერვისის საავიაციო საწვავის მანქანის კაბინის, შასის, ავზის და დისკების შეღებვა/ბრენდირება

ტენდერის აღწერილობა: PFSG-0045_ტენდერი_თბილისი სპეც. სერვისის საავიაციო საწვავის მანქანის კაბინის, შასის, ავზის და დისკების შეღებვა/ბრენდირება

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს სპეც. სერვისის საავიაციო საწვავის მანქანის კაბინის, შასის, ავზის და დისკების შეღებვა/ბრენდირებაზე.

გამოცხადების თარიღი: 16.03.26

დავალება/აღწერილობა:

1 ცალი – ჯამურად 6,000 ლიტრი ტევადობის (3 ცისტერნა) საავიაციო ჰიდრანტის ჭების ამომწმენდი სპეციალიზირებული ავტომობილის  სრული (კაბინა, შასი, ავზები, დისკები) შეღებვა/ბრენდირება.

  • წინასწარი დათვალიერება, დეფექტების შეფასება
  • ვიზუალური დეფექტების აღმოფხვრა, პირვანდელი ზედაპირის ფორმის აღდგენა
  • გარეცხვა, გაშრობა, ჟანგის მოცილება და გასუფთავება
  • დაგრუნტვა, გაშრობა, შეღებვა, ბრენდირება

მონაცემები, მახასიათებლები:  

  • სიგრძე: 8 მ
  • სიგანე: 2,5მ
  • მოცულობა: 6,000 ლიტრი
  • ტევადობა: ტრანსპორტირების მასალის მიხედვით (ჩვეულებრივ – 4,800 ტ.)

მდებარეობა: ქ.თბილისი

შესრულების/მიწოდების ვადა:  არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.

ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად (სტანდარტული: ავანსი 60%,  დარჩენილი – 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა:  20.03.2026

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები
  • შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექ. პარამეტრებთან.
  • შემოთავაზებული საღებავების MSDS-ი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:


ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

გიორგი გვენცაძე

მობ: 599 530 043

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული – ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ბრენდირებასთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებული სახელმძღვანელო.

This image has an empty alt attribute; its file name is Gulf-refueler-2024-Guideline-2-1-1-copy-1024x637.webp